სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონს“ ჩვენთვის დღესასწაული მოაქვს“- „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
10-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

6 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მესტიის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული მესტიის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ირაკლი ხერგიანმა 85 ქულით მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მესტიელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-ს მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი „მესტიის ეტალონი მოსწავლე“, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მოსწავლეები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესაუბრნენ.


კახა ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი:

ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც „ეტალონი“ ყოველთვის ღირსეული, ღირებული პროექტი იყო და არის. წელს იმ სკოლამ გაიმარჯვა, სადაც ინტელექტ-ჩემპიონატი ყოველწლიურად დასწრებითად იმართებოდა, ფაქტია, რომ ამან სკოლის მოსწავლეებს სტიმული მისცა და შესაბამისი შედეგიც სახეზეა - მესტიის N2 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე მოხვდა საუკეთესო ათეულში. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ როგორც ბავშვების აღზრდა-განათლებაზე, ასევე მათ მომავალზეც დადებითად აისახება. მე ამ პროექტის მადლობელი ვარ.

დარეჯან ნიგურიანი, მესტიის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 

უბედნიერესები ვართ, როდესაც ჩვენთან „ეტალონის“ ჩემპიონატი იწყება, გვიყვარს მთელი შემოქმედებითი გუნდი და მათთან თანამშრომლობა გვიხარია. მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ხერგიანს გამარჯვებას ვულოცავ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ჩვენთვის დღესასწაული მოაქვს და ამისთვის დიდ მადლობას ვიხდი.

მაია ნაკანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტიურად ერთვებიან, ძალიან მოტივირებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება დისტანციურად გაიმართა, ისეთი განწყობა იყო, თითქოს დასწრებითად მონაწილეობდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამ არაჩვეულებრივი პროექტისადმი დადებითად ვართ განწყობილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, მინდა მადლობა გადავუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონის“ გუნდს და ჩვენს ახალგაზრდებს.

ირაკლი ხერგიანი, „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ - მესტიის N2 საჯარო სკოლა:

პირველი ადგილის დაკავება ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება, არ მეგონა, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი, თუმცა წარმატების იმედი მქონდა. გამიხარდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. არ მეგონა, რომ ამას შევძლებდი, მაგრამ, ფაქტია, შევძელი. „ეტალონში“ მონაწილეობის მისაღებად რაღაც პერიოდი ვემზადებოდი. იმ მოსწავლეებს, ვისაც მონაწილეობის მიღება სურთ და რატომღაც ყოყმანობენ, ვეტყოდი, რომ სანერვიულო არაფერი არაა, მეც მეგონა, რომ ძალიან სანერვიულო იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ბავშვებს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ და მოვუწოდებ, რომ მომავალ წელს მონაწილეობა მიიღონ.

ნატო გვარლიანი, მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩვენი ჩართულობა იმას მოწმობს, რომ ეს პროექტი ძალიან გვიყვარს. პირველივე დღეებიდან აქტიურად ვმონაწილეობთ და არც ერთ მუნიციპალურ ტესტირებაზე არ ყოფილა ის შემთხვევა, რომ ჩვენი მოსწავლე ან მოსწავლეები ათეულში არ მოხვედრილიყვნენ. ამით, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ. წლევანდელმა „ეტალონმა“ კი მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვები ძალიან აქტიურები და მოწადინებულები იყვნენ, ყველას უნდოდა მონაწილეობის მიღება. ეს იმითაა განპირობებული, რომ პროექტი მოსწონთ, ამან გამოიწვია ის, რომ მერვე კლასიდან ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. დიდი სურვილი მე-7 კლასის მოსწავლეებსაც ჰქონდათ და ისინი მომავალ წელს აუცილებლად ჩაერთვებიან. შედეგით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება გამარჯვებულ მოსწავლე ირაკლი ხერგიანს, ის ყველანაირად მობილიზებული და აქტიური ადამიანია. არის სპორტსმენი და ამას სასკოლო ცხოვრებასთან ძალიან კარგად ათავსებს. ძალიან კარგი და გონიერი ბავშვია. მეორე ადგილზე გასული მოსწავლე ნინო მჭედლიანი ცოტა მორიდებული გოგონაა და ვფიქრობ, რომ ონლაინ ტესტირების დადებითი მხარე სწორედ ის იყო, რომ ნინომ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა კარგად შეძლო. დანარჩენიებიც კარგი მოსწავლეები არიან და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მომავალი თაობა გვეზრდება.

მარიანა ფალიანი, მესტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონში“ მონაწილეობა ბავშვებისთვის სტიმულია, მაგალითად, როდესაც მე-7 კლასელებმა ნახეს, დანარჩენები როგორ იყვნენ ჩართული, მათაც ძალიან დიდი სურვილი და მომავალი წლისთვის მზაობა გამოთქვეს. ირაკლი ხერგიანი ძალიან კარგი და მოწესრიგებული ადამიანია, წარმატებული სპორტსმენია, სლალომში მას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, საქართველოს ნაკრების წევრია და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნირებში პირველი ადგილი დაიკავა. ძალინ კარგი, ნიჭიერი და სხარტი ბავშვია.

ნინო მჭედლიანი, მე-2 ადგილზე გასული მოსწავლე - მესტიის N2 საჯარო სკოლა:

ველოდი, რომ „ეტალონში“ ასეთ შედეგს მივაღწევდი. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლასა და ჩემს მასწავლებლებს. ინტელექტ-ჩემპიონატის დასაწყისში ზოგი კითხვა მერთულა, მაგრამ უმეტესად, ჩემთვის, მარტივი კითხვები იყო, ისეთი, რაც ვიცოდი და გავლილი მქონდა სასკოლო პროგრამიდან. მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღე ვემზადებოდი, რაღაც თემებს გადავავლე თვალი, რაც, სხვათა შორის, გამომადგა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე, გამოცდილებაც მივიღე და მეტი სურვილი მაქვს, რომ ასეთ აქტივობებში მონაწილეობა მივიღო.

ვახტანგ გურჩიანი, მე-3 ადგილზე გასული მოსწავლე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლა:

ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყოველწლიურად რომ ტარდება, ძალიან კარგია. ჩემი აზრით, ეს პროექტი ბავშვებს საკმაოდ კარგ გამოცდილებას აძლევს, თუნდაც გამოცდებისთვის. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ, თვის დასაწყისში გავიგე, რომ იწყებოდა და გარკვეულ მოსამზადებელ ტესტებს ვასრულებდი. ვფიქრობ, ეს წარმატება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ძალიან დამეხმარება.

ციოყ წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის დირექტორი:  

„ეტალონს“ ისეთი ადამიანი - გოჩა ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს, რომ პროექტი ნამდვილად წარმატებული უნდა ყოფილიყო. ყოჩაღ მას! ისეთი პიროვნებაა, რომ წარმატებას წარმატებაზე აღწევს, რაც მთელი საქართველოსთვისაა კარგი. პროექტში მონაწილეობით ბავშვები უფრო კომუნიკაბელურები, აქტიურები, მოსწესრიგებულები ხდებიან. მათ სწრაფი აზროვნების უნარი უკეთ უყალიბდებათ. ჩვენი სკოლის მოსწავლე ვახტანგ გურჩიანი სპორტშიც ძალიან წარმატებულია, ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. პირველი კლასიდან მოყოლებული, ყველა ღონისძიებაში მონაწილეობს, ძალიან აქტიურია. კარგად სწავლობს, სხვანაირად „ეტალონში“ წარმატებას ვერ მიაღწევდა. ძალიან ზრდილობიანი და კარგი ბავშვია, მას მთელი პედკოლექტივი დადებითად აფასებს. მადლობა „ეტალონს“ იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ.

მანანა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული და მოსწავლეებში პოპულარული პროექტია. არის სხვა კონკურსებიც, მაგრამ „ეტალონში“ გამარჯვება მოსწავლეებისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგიერთ სხვა პროექტში. საინტერესოა იმით, რომ ეს სადიაგნოსტიკო ტესტივითაა და მოსწავლეები თავიანთ ცოდნას წარმატებით აფასებენ. კითხვები, ფაქტობრივად, ყველა საგნიდანაა და ბავშვები თავიანთ ცოდნას ამოწმებენ. ეს მათთვის სამოტივაციოა, უკეთ სწავლობენ, რათა შემდეგ წელს „ეტალონში“ უკეთესი შედეგი მიიღონ. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ჩვენგან უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

ასევე იხილეთ: 

2022 წლის „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

მესტიის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სასიხარულოა“- მესტიის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება