მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და მიუხედავად იმისა, ეს დროში გაწელილი პროცესია, ფაქტია - 2026 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. თუმცა საინტერესო ისაა, რას მიიღებს ამით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი აქტუალურ კითხვას პასუხობს:
„ესაა მიზანმიმართული პროცესი, შედეგად კი მივიღებთ უკეთეს სასკოლო გარემოს, მრავალფეროვან და მოსწავლეზე მორგებულ სწავლა-სწავლების პროცესს; სკოლები იქნება ინფრასტრუქტურულად გამართულია და განათლების ხარისხიც იქნება მორგებული მაღალ სტანდარტებს.
განათლების რეფრმა არ იძლევა მყისიერ ეფექტს, მაგრამ მთავარია, სკოლას ინფარასტრუქტურა, პედაგოგიური პერსონალი და კურიკულუმი აქვს გამართული. ასევე ხდება შესაძლებელი, სასწავლო პროცესი წარიმართოს არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით...
ავტორიზების მიმართულებაა მეტი თავისუფლება, მეტი საავტორო პროგრამის დანერგვის შესაძლებლობა... გარდა ამისა, სკოლებს ექნებათ საშუალება არა მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელო გამოყენონ, არამედ სასწავლო რესურსები უფრო მრავალფეროვანი გახადოს.
პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი რესურსები და მათ შორის არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს სახელმძღვანლო უნდა შეესაბამებოდეს ესგ-ს. ჩვენ გვექნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესი და მივიღებთ მეტად თავისუფალ სკოლას“.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი