სიახლეები
სამასწავლებლო

„ჰიბრიდული მოდელი შედეგზე არ გადის, რისთვისაც არ მიმაჩნია მისი გაგრძელება მიზანშეწონილად“- თამაზ ფუტკარაძე​, ზემო​ თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი
11-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე წელი სასკოლო საზოგადოებისთვის სიახლეებით იყო დატვირთული. საინტერესოა როგორ აფასებენ საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები განვლილ პერიოდს და რას ფიქრობენ ისეთ ცვლილებებზე როგორიცაა, მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ტესტირება და სწავლის ჰიბრიდული მოდელი.

ამ და სხვა საკითხებზე კომპეტენტური აზრის მოსასმენად ამჯერად, etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს თამაზ ფუტკარაძეს დაუკავშირდა. 

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- კოვიდპანდემიის მიერ (ონლაინ სწავლებით) ჩამორჩენის შემდეგ მიმდინარე სასწავლო წელი გაცილებით რთული, მაგრამ ნაყოფიერი იყო, რაც გამოიხატება იმით, რომ მთელი პედაგოგიური კოლექტივი ორმაგი დატვირთვით მუშაობდა ჩამორჩენის ასანაზღაურებლად. ამავე დროს მიმდინარეობდა ღონისძიებანი ახალი სასწავლო გეგმის დასანერგავად, მასწავლებელთა ტრენინგები, კომპლექსური დავალებების შედგენა, ჩატარება და ა.შ. ეს იყო სიახლეების დანერგვის წელი.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- სწავლის ჰიბრიდული მოდელი შედეგზე არ გადის რისთვისაც არ მიმაჩნია მისი გაგრძელება მიზანშეწონილად.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც გადასული ვიყავით ონლაინ და ჰიბრიდულ სწავლებაზე, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მოსწავლეთა ცოდნის დონეზე, ეს დონე ისედაც ცნობილია სკოლაში. თუ გვინდა ამ დონის ოფიციალურად დადასტურება - უნდა ჩატარდეს. თუ არა და მე მისი ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- დავაკანონებდი მშობლების ჩართულობას ზოგიერთ ნაწილში, შემოვიღებდი პრაქტიკულ გაკვეთილებს მიღებული თეორიული ცოდნის განსამტკიცებლად ზოგიერთ საგანში. ტექნიკური პერსონალის (დამლაგებლების) ხელფასს გავუთანაბრებდი ბუღალტრისა ან უკიდურეს შემთხვევაში საქმისმწარმოებლის ხელფასს, რადგან სკოლის ესთეტიკური სახე მათ ხელშია.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში ბევრი სიახლე დაინერგა, მესამე თაობის სასწავლო გეგმა, კომპლექსური დავალებები და სხვა. მომწონს კომპლექსური დავალებები, ის უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას, აზროვნების მრავალმხრივ განვითარებას, სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საგნის სწავლებაზე ნაკლებად გადის. საერთოდ ყველა სიახლე მოსაწონია და მას ჩვენ თავად უნდა მოვერგოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება