სიახლეები
სამასწავლებლო

„სადიაგნოსტიკო ტესტირება საჭიროა სწორ დროს ჩატარდეს, რომ შეძლოს ზუსტად გაზომოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები“- ჭიათურის N7 სკოლის დირექტორი
11-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე წელი სასკოლო საზოგადოებისთვის სიახლეებით იყო დატვირთული. საინტერესოა როგორ აფასებენ საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები განვლილ პერიოდს და რას ფიქრობენ ისეთ ცვლილებებზე როგორიცაა, მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ტესტირება და სწავლის ჰიბრიდული მოდელი.

ამ და სხვა საკითხებზე კომპეტენტური აზრის მოსასმენად etaloni.ge ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორს
ხათუნი ბრეგვაძეს დაუკავშირდა. 

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- მალე დასრულდება სასწავლო წელი, რომელიც საკმაოდ რთული იყო პანდემიის გამო; წინა წლის გამოცდილებით, რეგულაციების დაცვით შევძელით მოსწავლეებს წელს სკოლაში ესწავლათ, საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე შეთავაზებული ჰქონდათ ჰიბრიდული და დისტანციური მოდელიც; პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი გამოწვევებს: იყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ერთდროულად რამოდენიმე თანამშრომელი „კოვიდ -19“-ს ებრძოდა, თუმცა ვცდილობდით ერთმანეთი ჩაგვენაცვლებინა და სასწავლო პროცესი სრულყოფილად წაგვემართა.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- მომავალში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სწავლის ჰიბრიდული მოდელი შეიძლება იქნას გამოყენებული, ამ მოდელს აქვს თავისი დადებითი მხარე, ის სასწავლო პროცესის მიღმა არ ტოვებს არც ერთ მოსწავლეს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- მასწავლებელს არ უნდა გამოეპაროს მისი ყოველი მოსწავლის ცოდნის დონე, შესაძლებლობები, სირთულეები. სადიაგნოსტიკო ტესტირება საჭიროა სწორ დროს ჩატარდეს, რომ შეძლოს ზუსტად გაზომოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოხდეს ინტერვენცია და დაეხმაროს აღსაზრდელს. მესამე წელია პანდემიასთან ბრძოლაშია ყველა მხარე: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი; დღეს რას ვზომავთ?!

საკმაოდ რთულია ლოჯისტიკაც, სასწავლო წლის ბოლოს რომ ჩავატარებთ და დასკვნებს გავაკეთებთ, როდის ვიწყებთ ნაკლოვანებების გამოსწორებას?!

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- შევცვლიდი სკოლის ინფრასტრუქტურას, მას XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად გავმართავდი, ყველა საკლასო ოთახსა და ლაბორატორიას აღვჭურავდი ციფრული ტექნიკით. მასწავლებელს მეტად შევუწყობდი ხელს (ტრენინგი, გაცვლითი პროგრამა) სასწავლო პროცესი გახადოს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული, საინტერესო, სახალისო.  

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- მუდმივი რეფორმებია, ნელ-ნელა მივდივართ მიზნისაკენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება