მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც დედაენის დღე. 14 აპრილს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობასა და ქართულ დამწერლობაზე ისაუბრეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა