მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში - გიორგი ილდანი (IX კლასი), სალომე კვიციანი (IX კლასი), მარიამ შუკვანი (IX კლასი), ვერიკო ფილფანი (IX კლასი), ნინო გიგდელიანი (VIII კლასი) და საბა მერლანი (VIII კლასი) მონაწილეობდნენ. შემდეგ ეტაპზე გიორგი ილდანი გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენ მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ რომ, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი მესტიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 70 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 6 მაისსასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა