მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსებს აწვდიან.
მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი პედაგოგ ლიკა ჯოჯუას ხელმძღვანელობით ჩატარდა. სასწავლო პროცესში მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართულის გაკვეთილზე პედაგოგმა კომპლექსური დავალების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარა.
„IV კლასში ძალიან საინტერესო ქართულის გაკვეთილი ჩატარდა - მასწავლებელმა, ლიკა ჯოჯუამ, მოსწავლეებს გააცნო შესასრულებელი კომპლექსური დავალების პირობა. პატარა მერცხლები თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. საგაკვეთილო პროცესში ერთმანეთს ცვლიდა მრავალფეროვანი, თითოეულის შესაძლებლობაზე მორგებული, აქტივობები. რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ ახალბედა, მონდომებულ, შრომისმოყვარე მასწავლებელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა