მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები გამოირჩევიან საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და თავდაუზოგავი შრომით.
ტურცხის სკოლა, ყოველთვის ცდილობს დააფასოს მისი პედაგოგების თავდადება და მაქსიმალურად წარმოაჩინოს მათი შრომისმოყვარეობა. ამჯერად, სკოლა მადლობას უხდის ქართული, როგორც მეორე ენის წამყვან მასწავლებელს თამარ დევდარიანს.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა, მასწავლებლებს, საჩვენებლად და სამომავლოდ საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სანიმუშო გაკვეთილი ჩაუტარა.
გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები დიფერენცირებული სწავლებისა და განმავითარებელი შეფასებისთვის. გვსურს მადლობა გადავუხადოთ თამარ მასწავლებელს და აქვე მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს საყვარელ პატარებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა