მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 17 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 - ნიკოლოზ კვიციანი (XI კლასი), ნინო ივეჩიანი (VIII კლასი) და მარიამ აფრასიძე (IX კლასი) შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურა.
შეგახსენებთ რომ, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი მესტიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 70 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 6 მაისსასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა