სიახლეები
სკოლები

დაბლაციხის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
11-05-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრში: „ცოდნა, თან დასდევს მცოდნელსა“, სადაც დაბლაციხის საჯარო სკოლის გუნდმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.  

„შეჯიბრებაში მონაწილეობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა. მათ შორის დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოაზროვნე გუნდი - „ნაკოშკვარა“, შემდეგი შემადგენლობით: თორნიკე ძნელაძე - გუნდის კაპიტანი, წევრები: ნიკა ყაჭეიშვილი, თეონა სოროზანიშვილი, ნინო დოლიძე, ნატა შარაშიძე და გუნდის ხელმძღვანელი - დაბლაციხის სოფლის ბიბლიოთეკის გამგე, ქალბატონი გულნაზი შარაშიძე.

დაბლაციხის საჯარო სკოლის გუნდმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. გულითადად ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს და ვუსურვებთ მუდამ წარმატებული გზით ევლოთ.

დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ, პანდემიის შემდეგ, ასეთი კარგი და საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს საგანმანათლებლო ანიმაცია „ნარჩენების მართვა’’

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება