მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და ორიგინალური იყოს, ამ მიზნით პედაგოგები, მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მათემატიკისა და ბუნებაში შესრულებული დავალებები.
„პირველი კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს კომპლექსური დავალება - „ხელოვანი მათემატიკოსი“, სადაც მიმდევრობის კანონზომიერების ამოცნობით შეძლეს დაჭრილი ნაწილების გაერთიანება და სურათის აწყობა. დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინტერაქტიული გამოვიდა პატარებისთვის.
ასევე, საინტერესო აქტივობები ჩატარდა ბუნებაში. მოამზადეს და გაასიტყვეს მათთვის საყვარელი სეზონის ერთი დღის პროგნოზი. ამასთან, ნახატის დახმარებით წარმოადგენეს მოცემული სეზონის ერთი დღე. დავალება ძალიან შემეცნებითი და საინტერესო გამოვიდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა