სიახლეები
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეული მოეწყო
11-05-2022
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებით დატვირთული კვირეული მოეწყო.

პირველ დღეს სკოლაში სტენდი „დედამიწა დღეს და ხვალ“ განთავსდა, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები, ნახატები, მაკეტები, პოსტერები განალაგეს. მათი თემები იყო: ხანძრები ტროპიკულ ტყეებში, ტყის გაჩეხვა, გამონაბოლქვი, ურბანიზაციის უარყოფითი გავლენა თანამედროვე ქალაქებზე.

მე-7 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი: „ბუნება საფრთხეშია“ ჩატარდა. მას გეოგრაფის მასწავლებელი ნათელა თამოევი და ხელოვნების მასწავლებელი ნინო მოდებაძე უძღვებოდნენ. მასში მე-10 კლასის მოსწავლეები თამარ გოშაძე, რუსუდან შაშვიაშვილი, დადუნა გოგილაშვილი იყვნენ ჩართული.

მესამე დღეს ვიქტორინა ჩატარდა, რომლის თემაც დედამიწაზე არსებული პრობლემები იყო. 

„დავიცვათ არალის ზღვა“ - სწორედ ამ ფორუმმა დაასრულა კვირეული. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ არალის ზღვის პრობლემა ლოკალური არ არის, ის გლობალურია და მისი დაცვა თითოეული მათგანის მოვალეობაა.
დაიგეგმ აქცია „დაასუფთავე შენი გარემო, დარგე ხე და მოუარე“.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის გეოგრაფიის მასწავლებელს ნათელა (ეთო) თამოევს ღონისძიების ეფექტურად წარმართვისათვის.

„22 აპრილი დედამიწის დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გარემოსდაცვითი ღონისძიება, საქართველოში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ, დავაფიქროთ ჩვენი მოსწავლეები დედამიწის პრობლემებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე, გავზარდოთ ეკომეგობრული მოქალაქეები. ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებს და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობებით. კვირეული სკოლის ინტერიერის მოწყობით დაიწყო.

სკოლის შესასვლელში მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი სტენდი: „დედამიწა დღეს და ხვალ“. ინტერესი დიდი იყო, მოსწავლეებმა საიტერესოდ გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემებისადმი, საუკეთესო ნამუშევრების ამორჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
მესამე დღე დაეთმო ვიქტორინას, რომელიც დედამიწაზე არსებულ პრობლემებს ეხებოდა. შესარჩევი კრიტერიუმები: „ყველაზე შემოქმედებითი“, „ყველაზე კრეატიული“, „ყველაზე მზრუნველი“. გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომლებმაც აღნიშნული კრიტერიუმები წარმატებით გადალახეს, საჩუქრად კი „Discovery”-ის წიგნები მიიღეს. მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა მნიშვნელოვანი, ხალისიანი და საინტერესო იყო. მათ ბევრი რამ გაიგეს და გაითავისეს.
„დავიცვათ არალის ზღვა“ - ფორუმმა დაასრულა ჩვენი კვირეული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

პიროვნება
სკოლები
ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა ამომწურავად ისაუბრა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება