სიახლეები
სკოლები

თბილისის N120 სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად მცენარეები დარგეს
11-05-2022
-
+


თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, პროექტის - „თანასწორობის ხიდის“ ფარგლებში შესრულებული მომდევნო ღონისძიება 4 მაისს შედგა.

თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ - „აისის“ ეზოში ცენტრის ბენეფიციარ მოზარდებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, დაფნისა და ყვავილების ნარგავებით ტერიტორია გაალამაზეს.

ამ სახალისო პროცესს სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ ერთად გარემოს გალამაზება შევძელით... ყვავილების ნერგების უსასყიდლოდ გადმოცემისათვის უდიდეს მადლობას ვუხდით, ფლორისტ ქალბატონ მარინა ბუტიკაშვილს. ასევე, დიდი მადლობა პროექტში აქტიურად ჩართულ პედაგოგებს და მათ ყოჩაღ მოსწავლეებს, რომლებმაც დაფნის ნერგები გადასცეს ცენტრს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება