სიახლეები
ეტალონი

„ბავშვები მოტივირებულები არიან, რომ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშაონ“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
11-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 86 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნანი ცივაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა, მინდა „ეტალონს“ მადლობა გადავუხადო, რომ მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრება იმართება. რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობას, კლასის ხელმძღვანელებმა თავიანთ მოსწავლეებს ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია და შეხვედრათა ლინკი დროულად მიაწოდეს. მოსწავლეებმა თქვეს, რომ შეკითხვები მარტივი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ჩვენი სიხარული დიდია, რადგან მეორე ეტაპზე გადასული ორი მოსწავლე გვყავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი აქტივობაში მოსწავლე გამარჯვებულია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას. არის ის ფაქტორიც, რომ გამარჯვებულები უფრო მოტივირებულები ხდებიან და ბევრ კონკურსში წარმატებით ერთვებიან. როდესაც კლასში გამარჯვებული გყავს, დანარჩენი მოსწავლეების ინტერესი და მოტივაციაც იზრდება. ჩვენ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული ბევრი მოსწავლე გვყავს, მათ აქტივობებში სკოლაც ხელს უწყობს. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ იმისთვის, რომ ასეთ საინტერესო კონკურსს მართავს. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ძალიან კარგები არიან და მათი წარმატების იმედი გვაქვს.

ეთერ ძიძიგური, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობენ. ამჯერადაც ჩაერთნენ ტესტირებაში და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. ბავშვები მოტივირებულები არიან, რომ უფრო მეტი ლიტერატურა წაიკითხონ, იმეცადინონ და საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშაონ. ტესტირების პროცესი კარგად წარიმართა, მოსწავლეები სკოლიდან ჩაერთნენ, ინტერნეტიც ნორმალურად მუშაობდა. მადლობა „ეტალონს“ ამ პროექტისათვის.

ნათელა ტაკიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ეტალონით“ მოსწავლეები ძალიან არიან დაინტერესებული, სიამოვნებითა და ხალისით მონაწილეობენ. მათ ამის მოტივაციაც აქვთ. რაც შეეხება ონლაინ ტესტირების პროცესს, ის ობიექტურად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობა გამოცდილებას აძლევს, ცოდნას უღრმავებს. ბავშვებისთვის, პანდემიის პირობებში, ასეთი კონკურსები ნამდვილად გადამრჩენელი, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.

რამინ ხინიკაძე, ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს სკოლაში „ეტალონით“ დაინტერესება ძალიან მაღალია. უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებსაც აქტიურად ასრულებენ. ინტელექტ-ჩემპიონატშიც დიდი ენთუზიაზმით დარეგისტრირდნენ. ერთი ფაქტორი ის იყო, რომ არ ვიცოდით კითხვებზე პასუხის გასაცემად თუ განსაზღვრული დრო გვქონდა. ამიტომ მოსწავლეებმა ზოგ კითხვას ვერ უპასუხეს. ამის მიუხედავად, მეორე ეტაპზე 9 მოსწავლე მაინც გადავიდა, კმაყოფილები არიან და ნახევარფინალს ველოდებით. ტესტები საინტერესო იყო, ყველა საგანს მოიცავდა, მოსწავლეებს მოეწონათ და შესაბამისად კარგია. კმაყოფილები და მადლიერები ვართ. ტესტირებებით ბავშვები თავიანთ ცოდნას ამოწმებენ და რწმუნდებიან, რომ ზოგადი განათლება აქვთ.

ნატო შამილიშვილი, ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგი და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და თვითდამკვიდრებაზე ორიენტირებული პროექტია „ეტალონი“. სამომავლოდ, ვისურვებდი, რომ სკოლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რადგან ეს საჭიროა. მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, თუმცა ზოგიერთს ჩართვა გაუჭირდა, რადგან ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ. ჩემი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში ადრეც მონაწილეობდნენ, სხვათა შორის, წარმატებასაც ვაღწევდით, „ეტალონში“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო.

თეა ზოიძე,ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჩემი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში ჩაერთნენ. მათთვის ერთადერთი დაბრკოლება დროის ფაქტორი იყო, მითხრეს, რომ ცოტა მეტ დროს ისურვებდნენ თითოეულ კითხვაზე. ჩვენთან სოფელია და ცოტა ინტერნეტის პრობლემაც იყო. მოსწავლეები მხრიდან, ინტერესი იყო, ვინც ახლა მონაწილეობდა ტესტირებაში, პირველად ჩაერთნენ „ეტალონში“, აქედან გამომდინარე, მათთვის ცოტა უცხო იყო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი ჩემპიონატები, მით უფრო უკეთესია მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველა დონის მოსწავლის შესაძლებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული

ასევე იხილეთ:

იხილეთ მეორე ეტაპის მონაწილეთა სია 

ქობულეთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება