სიახლეები
სიახლეები

იდენტიფიცირებული იქნეს ყველა სკოლა, სადაც პედაგოგების დეფიციტია - აუდიტი
12-05-2022
-
+


აუდიტის სამსახურმა პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების სფეროში არსებული ვითარება შეისწავლა და საკმაოდ სკანდალური დასკვნაც გამოაქვეყნდა.

დასკვნის თანახმად, სამინისტროს არ აქვს შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი სავარაუდო გავლენა განათლების ხელმისაწვდომობასა და უწყვეტობაზე. რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, აუდიტის პერიოდისთვის არ იყო დაწყებული, სხვადასხვა სცენარისა და პროგნოზის პირობებში, პანდემიისა და დისტანციური სწავლების შედეგების შეფასების პროცესი. სამინისტროს მიერ მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული პროგრამები სრულად ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს ყველა საგნისა და კლასის მასწავლებლით. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა, მასწავლებლის დეფიციტის გამო ვერ იღებს სრულფასოვან ზოგად განათლებას. ანალიზის შედეგად ჩანს, რომ დისტანციური სწავლების ქვეპროგრამა შესაძლებლობას იძლევა უზრუნველყოს პროდუქტიულობა და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებსა და დაშორებულ სოფლებში, როდესაც შეუძლებელია მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა მათი რეგიონებში მივლინების გზით.

რეკომენდაცია სამინისტროს

გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

ეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს

ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის კოორდინაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში სათანადო პირობების უზრუნველყოფით, განხორციელდეს დისტანციური სწავლება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება