სიახლეები
სიახლეები

ბავშვები ივნისიდან 150 ლარს მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი
11-05-2022
-
+


2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი, 100 ლარიდან, 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი, უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების მიმღებთა რაოდენობაც.

„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ერთის მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე ეკონომიკური გააქტიურებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა სოციალურად დაუცველთა ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან ძალაში შევიდა მორატორიუმი, რომლის ფარგლებშიც, არ ხორციელდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება და ხელახალი შეფასება. შესაბამისად, ოჯახებს შეუნარჩუნდათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა.

„ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ემატება ახალი ოჯახები და ოჯახების გადინება სისტემიდან შეჩერებულია, რაც იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდას. აპრილის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია, დაახლოებით, 650 ათასი პირი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება