პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის 160 წლის იუბილე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის, თამარ კელაპტრიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ განიხილეს დიდი მხატვრის მოღვაწეობა და აგრეთვე, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ ხელოვნებისადმი და მართლაც შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს.

წელს, 5 მაისს ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წელი გავიდა. 

იხილეთ ვიდეო: