სიახლეები
სკოლები

დილიკაურის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
13-05-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ინგლისურ ენაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

აქტივობები პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, პედაგოგ ნათია კოხოძის ხელმძღვანელობით განახორციელდა. 

პირველი აქტივობის თემა იყო „ჯანმრთელობა სიმდიდრეა“, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თემატური ვიდეო ნახეს. ისინი  განსახილველ ტექსტს გაეცვნენ, დისკუსია გამართეს და თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს. 

„ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა“- სწორედ ეს იყო მეორე აქტივობის თემა. მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებელი კომპონენტებისა და მავნე ჩვევების მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

„განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ საზოგადოებისათვის, ამიტომ მათ მიერ ელექტრონულად შექმნილი, ორენოვანი ბუკლეტი დაიბეჭდა სკოლაში და დარიგდა თემში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება