სიახლეები
სიახლეები

„არ აქვთ კაბის და სალონის, რესტორნის ფული... ამ ღარიბ ქვეყანაში უარი თქვათ ძვირადღირებულ ბრჭყვიალებზე” - ნანა დიხამინჯია
13-05-2022
-
+


პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია სკოლის ბაკნეტებთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზარებას და აღნიშნავს, რომ საქართველოში უამრავი გოგო ნერვიულობს, რომ უბრალოდ ჩაცმულებს კლასელები დასცინებენ და იმ გოგოებსაც მიმართავს, „ვინც ამ სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირადღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას. თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე. თქვენს თანატოლს კი, ვისაც ამის ფული არ აქვს, თავს გარიყულად აგრძნობინებს...“ 

„გოგოების ბევრ ჯგუფში ვარ, ზოგი საგანმანათლებლოა, ზოგი მენტორობის. ორი კვირაა, სულ ერთი და იგივე პრობლემა იკვეთება: ბანკეტები და მათთან დაკავშირებული ხარჯები, გარეგნობის კომპლექსები, დაცინვის შიში და ა.შ. გოგოები ღელავენ, რომ არ აქვთ კაბის და სალონის ფული, რესტორნის ფული, რომ უბრალოდ ჩაცმულებს კლასელები დასცინებენ.
თვითონ სიტყვა “ბანკეტიც” ძალიან საძაგელია და მთელ საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს. ამას დამატებული ქართული კუდაბზიკობა, უკანასკნელი ორი კაპიკიც რომ ტანზე უნდა ჩაიცვა და ამ სამყაროს სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს, ისე არასაკმარისია.

ჰოდა, ბანკეტზე ერთხელ ვიყავი. რაღაც სრულიად არათანამედროვე მეცვა, დედაჩემის ბიძაშვილმა მაჩუქა ნაჭრები და მისმა მეზობელმა შემიკერა ისეთი პერანგი და ქვედაკაბა, მერეც რომ გამომდგომოდა. ცხადია, უმახინჯესი მეგონა თავი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან გამოქცეული მივედი იმ წელს. ცხადია, ბევრი ვინერვიულე ამაზე.
ახლა მეცინება. ჩემ შვილებს დღეს მარტივი მაისურის და შორტის გარდა არაფერი სჭირდებათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ტანსაცმელი. მე და მიშაც ტანსაცმელში არასდროს ვიხდით ძვირს და არც ჩვენი მეგობრების უმეტესობა, ვინც სილიკონის ველის ტოპ კომპანიებში მუშაობს. სინამდვილეში, უხერხულიც კია ტანსაცმლით სტატუსის ჩვენება.

იმ გოგოებს მინდა მივმართო, ვინც ამ სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირადღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას - ახალგაზრდულ გართობას ეს ზიზილ-პიპილოები არ სჭირდება. ფეშენ ჟურნალის ყდებზე ძირითადად წარმოსახვითი, უშინაარსო ცხოვრებაა, იმისთვის მოგონილი, რომ ადამიანებმა ბევრი ფული დახარჯონ ჭინჭებზე. თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე. თქვენს თანატოლს კი, ვისაც ამის ფული არ აქვს, თავს გარიყულად აგრძნობინებს. იქნებ ზრდასრული ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს იყოს - ამ ღარიბ ქვეყანაში უარი თქვათ სხვისთვის ძვირადღირებულ ბრჭყვიალებზე და ისეთი მარტივი და სახალისო გასართობები მოიფიქროთ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, რომელიც ყველა თქვენი კლასელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მშობლებმა და მასწავლებლებმა კი სხვა გასართობი იპოვეთ, ისედაც არაფერი გესაქმებათ თინეიჯერთა თავშეყრაზე“. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...