მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ანა ცეცხლაძე (VIII კლასი), მირზა ბოლქვაძე (VIII კლასი), გიგა ჭაღალიძე (VIII კლასი), ელზა ქამადაძე (VIII კლასი), გიგი თავდგირიძე (IX კლასი), რეზო ტაკიძე (IX კლასი) და ანრი ცეცხლაძე (IX კლასი) მონაწილეობდნენ. მათგან მირზა ბოლქვაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენ მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 86 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი დღეს, 13 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია