მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეებიც წარმატებით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მასშტაბური და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს - 1978 წლის 14 აპრილსა და 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.
„14 აპრილს სსიპ დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა საინტერესო სანახაობით მასპინძლობდა სტუმრებსა და მშობლებს. 14 და 9 აპრილის მნიშვნელობის გააზრება და ამ ორი დღის ურთიერთკავშირისა და განუყოფელობის მტკიცება იყო სკოლის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკარი ცისანა კობახიძე) ღონისძიების ძირითადი მიზანი.
1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა ტირანიის ბატონობისას ქართველმა სტუდენტობამ მშვიდობიანი, მრავალათასიანი პროტესტით დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი და მასთან, ერის ღირსებაც.
1989 წელს ეს მაგალითი გაიმეორა ქართველობამ და ამ გმირობით გულმოცემულმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის თავისუფლება მოითხოვა.
ორივეჯერ უიარაღო ამბოხი მოვუწყვეთ მტერს. მტერი ორივეჯერ ერთმორწმუნე იყო... 9 აპრილი სისხლის ფასად დაგვიჯდა... წმინდა ზვარაკის გლოვის დღე 1991 წლიდან თავისუფლების ზეიმად ვაქციეთ და ეს საქართველოს მომავლისთვის გავაკეთეთ.
ასე მოიტანა 14-მა აპრილმა 9 აპრილი - უახლოეს ისტორიაში ორი ღირსსაცნობი თარიღი ჩაიწერა... ამიტომ აირჩია ღონისძიების ორგანიზატორმა ღონისძიების სიმბოლურ ნიშნად საქართველოს დროშის გვერდით დახატული „დედა ენა“, ღონისძიებას კი ამშვენებდა წარწერა - „საქართველოს მომავლისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია