სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
14-05-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში თბილისის სკოლების სპორტის მასწავლებლებმა, სასკოლო ხელბურთის მოდულის მიხედვით, გადამზადების კურსი გაიარეს, რის შემდეგაც მათ „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია ოფიციალურად მიენიჭათ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა გადასცეს.

სასკოლო ხელბურთის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პროგრამაში, დედაქალაქის სკოლების გარდა, ჩართულია მცხეთის, დუშეთის, ჟინვალის, რუსთავის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლები. აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპორტის 145 მასწავლებელს, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია და სერტიფიკატი მიენიჭათ. შედეგად, მათ უფლება მიეცათ, გაუძღვნენ ხელბურთის სასკოლო წრეებს.

პროგრამის ფარგლებში სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარითაც აღიჭურვა. კერძოდ, პროგრამაში ჩართულ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებს მინი ხელბურთის კარები, ბურთები და ასევე მეთოდური ლიტერატურაც გადაეცათ. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლებში ამოქმედდა უფასო გამაჯანსაღებელი წრეები.

მომავალი სასწავლო წლისთვის  იგეგმება პროგრამის მასშტაბების გაზრდა და მისი დანერგვა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება