სიახლეები
სიახლეები

უნდა გქონდეთ ჩაბარებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი - „ნაეკი“
15-05-2022
-
+


მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი 15 მაისს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. კონკურსზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით  სახლიდან შევიდნენ ბმულზე http://emarker.naec.ge/eMarker (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome) და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია, - აღნიშNულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
 
კონკურსის მონაწილეებმა უნდა იმუშაონ იქამდე, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“. 
 
გამოიყენეთ შემდეგი შეფასების სქემა. 
 
არაუგვიანეს 20 მაისისა, შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.
 
შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • უნდა ჰქონდეს მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე CV და პირადობის მოწმობის ასლი);
  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ 7 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით. დროის ამავე მონაკვეთში მათ  ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ევარჯიშათ, კერძოდ, გაესწორებინათ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება