მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები საგამოცდო ზღვარის დაწევასა და დროის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ტესტური ღია დავალებები დაფიქრებასა და მსჯელობას მოითხოვს, დაწესებული დრო კი არასაკმარისია.
მასწავლებელთა ნაწილი დროის გაზრდის ნაცვლად მინიმალური გადასალახი ბარიერის დაწევაზე საუბრობს. ისინი ფიქრობენ, რომ საგამოცდო დრო 5 საათიც რომ იყოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ბარიერს ერთეულები გადალახავენ.
„დრო ძალიან ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ საკითხების სიმრავლეს და ხელით დასაწერი დავალებების რაოდენობას!“
„არჩევითპასუხიანი დავალებები საცდელ ტესტირებაზე დამაბნეველი იყო, დაფიქრებაა საჭირო, ამას ემატება ღია დავალებების საკითხები, რომელიც სიღრმისეულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას მოითხოვს და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ფუნქციური წერის ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, მინიმალურ ბარიერს ბევრი ვერ გადალახავს“.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ შედის მათ ინტერესებში, ბევრმა ჩააბაროს ეს გამოცდა. საგამოცდო მასალა და დროც ამაზე მეტყველებს, სამწუხაროდ.“
„მხოლოდ დროის დეფიციტი არ გვაქვს,მასალა რომელიც დაწყებითის კომბინირებულს გვაქვს,არის ძალიან რთული და ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება.ამ საკითხზე დაფიქრდნენ, წლების მანძილზე გვიმუშავია და ახლა გვწუნობენ“...
„დრო უნდა გაზარდონ და ბარიერი დაწიონ 70 % მდე. წარმოუდგენელ პირობებს გვთავაზობენ. ეს არის პედაგოგების დისკრიმინაცია და მიზანმიმართული დემოტივირება“.
„დრო რომ არ არის საკმარისი ეს ისედაც ნათელია პროგრამაზე და იქ შეტანილ საკითხებზე აღარაფერს ვამბობ. მასწავლებელი რობოტი ხომ არ არის“?
„ან რატომ გვავალებენ ამდენი უაზრო მასალის გაზუთხვას. საგნობრივი ცოდნა ამოწმონ, თუ გამოცდა უნდათ პედაგოგების. მოქალაქეობრივი განათლება, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტში თუ იციან? ან გამოცდები მათ რატომ არ ევალებათ? ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე რომ ირღვევა“?
შეგახსენებთ, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი - ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.
იხილეთ ასევე: 32 დავალებიდან 22 არჩევითპასუხიანი იქნება - „ნაეკი“ მასწავლებლეთა გამოცდებზე
წამყვანის სტატუსისთვის 43 ქულა, ხოლო მენტორისთვის 53 ქულა უნდა დააგროვოთ - მაქსიმალური ქულა და ტესტის ნიმუშები ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა