მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ევროპის სკოლების გაერთიანების პორტალის - eTwinning-ის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე - „ჩემი საოცნებო სკოლა“ და ვიდეორგოლები თემაზე - თუ რას წარმოადგენს მათთვის eTwinning-ი.
აღსანიშნავია, რომ ჩხორიის საჯარო სკოლა eTwinning-ის ქსელში უკვე მეხუთე წელია ჩართულია. ხელმძღვანელები: იზოლდა ხვიცავა, მზია ქარდავა, ირინა სოსელია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, eTwinning-ის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლება, საკუთარი პროექტების შექმნა და ა.შ.
„eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ერთვებიან ერთობლივ კონფერენციებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს, გაიმდიდრეს ლექსიკა, უფრო მეტად დაეუფლნენ უცხო ენას, გახდნენ თვითდაჯერებულნი. გასულ სასწავლო წელს ჩვენს სკოლას eTwinning სკოლის ტიტული 2021-2022 მიენიჭა.
9 მაისს აღინიშნება eTwinning-ის დღე. ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე: ჩემი საოცნებო სკოლა, ვიდეორგოლები თემაზე თუ რას წარმოადგენს მათთვის eTwinning-ი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები