მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ანბანის შესწავლა განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მეორეკლასელთა მონაწილეობით, ღონისძიება ინგლისური ანბანის გაცილება გაიმართა.
მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ინგლისურ ენაზე ლექსები წარმოთქვეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები