მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის, ვენერა აბუსერიძის ხელმძღვანელობით სტუდია „ანდამატს“ ეწვივნენ.
„ნებისმიერი თემის შესწავლისას მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცნობისმოყვარეობა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს და ეს არ იყოს მხოლოდ ინფორმაციული ცოდნის მიწოდება. საწყის ეტაპზე მოსწავლეები ეცნობიან უამრავ ინფორმაციას თიხის მოპოვების, დამუშვებისა და გამოწვის საიდუმლოს შესახებ. მათ კარგად იციან, რომ თიხა ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა დეკორატიული ნივთების დასამზადებლად. აქტივობა უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო ხდება როცა თავად შეეხებიან თიხას და მათი პატარა ხელებით შექმნიან ნამუშევრების. სტუდია „ანდამატი“ ამის საშუალებას გვაძლევს. გაკვეთილი ორ ეტაპად განხორციელდა, პირველ ჯერზე მოსწავლეებმა შექმნეს თიხის ნამუშევრები, გამოწვის შემდეგ შეძლეს მისი მოხატვა. განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეებს ცოდნა გაუღრმავდათ და უფრო მოტივირებული გახდნენ“, - აღნიშნავს პედაგოგი ვენერა აბუსერიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები