სიახლეები
სკოლები

ძველი ანაგის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მუხის 30 ნერგი დარგეს
16-05-2022
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შემდგომ სკოლის მიმდებარე ტერიტორია მწვანე საფარით გამწვანდა.

ზოგიერთ ნაწილში ხე-მცენარეების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ ახალგაზრდული გარემოს დაცვითი კონკურსის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფარგლებში სკოლის ეკო-კლუბ „ფესვების“ წევრებმა და მოხალისეებმა 20 აპრილს სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენელ, ზურა ღვედაშვილთან თანამშრომლობით მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგების დარგვის აქცია განახორციელეს.

აქტივობაში მოსწავლეები და პედაგოგები ერთობლივად იყვნენ ჩართულები.

ბავშვებმა მთელ ტერიტორიაზე დარგეს მუხის 30 ნერგი, რითაც პირველ რიგში ხელი შეუწყეს ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლის გამრავლებას და ასევე ტერიტორიის გალამაზებას. ამის შემდგომ კი ისინი მორწყავენ და მუხის ნერგებზე იზრუნებენ.

„მადლობა ბატონ ზურას და დირექტორ, ნინო ღვედაშვილს მხარდაჭერისთვის, ასევე მონაწილე ბავშვებსა და მასწავლებლებს (ლია გოგილაშვილი, ეთერ ტალიაშვილი) დახმარებისთვის. გაუფრთხილდი გარემოს, დარგე ხე, ჩვენ ერთად ბევრს შევძლებთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება