ახალციხის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ახალციხის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე:
„ეტალონის“ შესარჩევი ტური ახალციხეში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა, დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა, ყველა ელოდებოდა ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტურის გამართვას. ხვალ ტარდება მეორე ტური და მოსწავლეები დიდი მონდომებითა და მოტივაციით ემზადებიან ღონისძიებისთვის, მობილიზებულები არიან. ყველას განსაკუთრებუულად გვიყვარს ინტელექტ-ჩემპიონატი. ამ ეროვნული პროექტით დაინტერესებულია ყველა - სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები, ქალაქის თვითმმართველობა და თითოეული მაცხოვრებელი. „ეტალონს“ ჩვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნება შემოაქვს, გამოგვაცოცხლებს ხოლმე ყველას. ხვალინდელი ღონისძიების მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ, ყველანი ვგულშემატკივრობთ.“
ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე:
„დაინტერსება ძალიან დიდი იყო. ტესტირებაში ისეთი მოსწავლებიც ჩაერთნენ, ვინც არ გამოირჩევვა მაღალი აკადემიური მოსწრებით. საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონის“ პირველ ტურში. ტესტირების დასრულების შემდეგ ბავშვები მოუთმენლად ელოდებონენ შედეგებს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეებს მოტივირებულს ხდის. ბავშვებმა როდესაც გაიგეს, სკოლაში შესარჩევი ტური ტარდებოდა, მზადება დაიწყეს, მოძებნეს წიგნები, კითხულობდნენ. 2 წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე რაიონის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო ჩვენი სკოლისთვის. დიდი სიამაყით ვიხსენებ ამ ფაქტს. იმედი გვაქვს, რომ ხვალიდენლ ღონისძიებაშიც წარმატებებს მივაღწევთ.“
ჭვინთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი იველაშვილი:
„ეტალონის“ შესარჩევ ტურში შარშანდელთან შედარებით წელს ორჯერ მეტი მოსწავლე ჩაერთო. ბავშვები ძალიან დაინტერსებულები არიან ამ პროექტით. ისინი ინტელექტ-ჩემპიონატით საკუთარი ცოდნის შემოწმებას ახდენენ. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, კმაყოფილები არიან შედეგებით. ზოგიერ მათგანს რამდენიმე ქულა დააკლდა და ვერ გადალახა ბარიერი. რა თქმა უნდა განიცადეს, თუმცა ეს მათთვის სტიმული აღმოჩნდა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ უკეთ იმეცადინებენ, მეტს ისწავლიან და მომავალ წელს უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.“
ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე:
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ არაჩევულებრივი პროექტისთვის. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე დაეუფლა „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს, ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მან პროექტის ფარგლებში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, ბევრი იმეცადინა, ისწავლა... რაც შეეხება წელს ჩატარებულ ტესტირებას, ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები დაინტერესებულები არიან ამ პროექტით. მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა. თითეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ.“
ახალციხის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელისო ლებანიძე:
„ეტალონის“ პირველ ტურში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. როდესაც ბავშვებმა ინეტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ჩატარების შესახებ შეიტყვეს, ყველამ გამოთქვა მასში მონაწილების სურვილი. აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი კითხვები იყო. ეს პროეტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, მოსწავლეებს მეტად მოტივირებულს ხდის, ბავშვები ცოდანას იძენენ, თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები უფრო გაბედულები და თამამები გახდნენ. წინა წლებში თუ მორიდებულები იყვნენ და საჯაროდ, სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობას ერიდებოდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა.“
აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან პარუნაშვილი:
„ტესტირება წესების სრული დაცვით ჩავატარეთ. აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები. მხოლოდ ერთმა მონაწილემ შემოხაზა კატეგორია „მამულიშვილი“, დანარჩენებმა კი გადაწყვიტეს „თამამები“ ყოფილიყვნენ და მეორე ტურში ეცადეთ ბედი. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. აღსანიშნავია, ისიც რომ ორი მოსწავლის გარდა, ბარიერი ყველამ გადალახა. კარგი იქნებოდა, რომ მათაც გადაელახათ, თუმცა, სასიამოვნოა, რომ ყველა მიიღებს სერტიფიკატს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვებს მოტივაცია გაუღვიძა. მოსწავლეებში ცოდნის წყურვილის გაღვივების კუთხით, აღსანიშნავია ახალი პროექტი იზრუნე.ჯი, რომელმაც ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მიაქცია ყურადღება - სასკოლო პროცესში მშობელთა ჩართულობას. ეს მთელს საქართველოში ძალიან რთული და პრობლემატური საკითხია. იზრუნეჯი.ს ეს ნაბიჯი კი ნამვილად მისასალმებელია. „ეტალონის“ პროექტები საგანამანათლელო კუთხით ერთადერთია სადაც ასეთი მაღალი ჩართულობაა, სადაც ფიქრობენ ყველაზე -ოჯახზე, სკოლაზე, მშობლეზე, მოსწავლეზე.“
ვალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე:„ჩართულობა და დაინტერსება „ეტალონის“ მიმართ მუდმივად არის. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოსწავლე გადავიდა. რაც შეეხება პროექტს და მის მნიშვნელობას, „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციას ამაღლებს. ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინონ სკოლის დონეზე, წარმატების შემთხვევაში რაიონის დონეზე, კიდევ უფრო დიდი წარმატების შემთხვევაში კი - საქართველოს მასშტაბით.“
ვალის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია გოზალიშვილი:
„ორგანიზებულად და ობიექტურად ჩაიარა შესარჩევმა ტურმა. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ამ პროექტით, დამუკიდებლად იმუშავეს, შეაფასეს თავიანთი ცოდნა. ჩართული მოსწავლეებიდან ბარიერი ნახევარზე მეტმა გადალახა, თუმცა მხოლოდ ერთი გადავიდა მეორე ტურში . წარმატებებს ვუსურვებ მას.“
ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი:
„ეტალონმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა ძირითადად „თამამი“ შემოხაზეს, რადგან მეორე ტურში გადასვლა უნდოდათ. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, დიდი წარმატებისთვის იბრძოლონ. ჩვენი სკოლის პირობებს თუ გავითვალისწინებთ, მაღალმთიან ადგილასაა ჩვენი სკოლა და არ ვართ განებივრებული საგანმანათლებლო პროექტებით, ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ბავშვებს ხშირად არ ეძლევათ.“
ხეოთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფატიმა გვირჯიშვილი:
„მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. უმეტესობამ გადალახა ბარიერი, კარგი ქულები ჰქონდათ ბავშვებს. მეორე ტურში ორი მერვეკლასელი მოსწავლე გადავიდა - მირანდა გვრიტიშვილი და გვანცა ბექაური. მე მათი დამრიგებლი ვარ და კარგად ვიცნობ ორივეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონები არიან, ძალიან ბევრს კითხულობენ, ყოველდღე მომზადებულები მოდიან. მე მათი იმედი მაქვს მეორე ტურში. თუ ნერვიულობამ და ემოციურმა ფონმა არ შეუშალათ ხელი, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებს მიაღწევენ. სხვა მოსწავლეებსაც კარგი ქულები ჰქონდათ, თუმცა ვერ მოხვდნენ მეორე ტურში. იმედი მაქვს, მომავალ წელს უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და რიაონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან კმაყოფილ ვარ „ეტალონით“, მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, მოსწავლეებს სტიმულსა და მოტივაციას აძლევს, რომ მეტი ისწავლონ.“
კერძო სკოლა „ხერხემის“ „ეტალონის“ პედაგოგი მზექალა კაპანაძე:
„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლის ოთხივე კლასის - მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მეორე ტურში 7 მათგანი გადვიდა. სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს ეს ღონისძიება, რადგან მოსწავლეებს უფრო მოტივირებულს ხდის, ბავშვებს ხელს უწყობს განვითარებაში.“
ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა:
„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. ჩვენი სკოლიდან 5 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ეს პროექტი, მოსწავლეები თავიანთ ცონდას აფასებენ, უფრო მოტივირებულები ხდებიან.“
ახალციხის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მადონა კბილაშვილი:
„შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენი სკოლა არაქართულოვანია და აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს აინტერსებთ ქართულ პროექტებში მონაწილეობა. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მოსწავლეებიდან 5 მათგანი გადავიდა მეორე ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან ხვალიდენლ ღონისძიებას.“
ახალციხის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო აღლემაშვილი:
„ბავშვები ძალიან დიდი სიხარულითა და ემოციით ელოდნენ „ეტალონის“ პირველი ტურის ჩატარებას. ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგზარდებისთვის. ინტელექტ-ჩემპიონატი ხელს უწყობს მოსწავლების ინტერგირაციას და ეს კი აუცილებელია.“
ვალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ირა გიორგაძე:
„ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია, მოსწავლეების განათლებასა და განვითარებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება შესარჩევ ტურს, ობიექტურად და წესების სრული დაცვით ჩავატარეთ. მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო, ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი ტესტებს. 4 მათგანი გადავიდა შემდეგ ტურში, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს.“
გურკელის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ზაზაძე:
„ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. მოსწავლეები ინტერესითა და მაღალი აქტივობით „ეტალონის“ პირველ ტურში. ერთი მათგანი გადავიდა შემდეგ ტურში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგზარდებისთვის, ყველას ძალიან მოგვწონს.“
გურკელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო მახათაძე:
„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა იმის გაგება, რომ 50 ქულაზე მეტის მიღების შემთხვევაში, სერტიფიკატი გადაეცემოდათ. ხვალიდელ ღონისძიებაში ერთი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.“
საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი სიმონ გელაშვილი:
„მოსწავლეთა დაინტერსება დიდი იყო. ბავშებმა დიდი სიამოვნებით მიიღეს ტესტირებაში მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ მეშვიდეკლასებსაც უნდოდათ პროექტში ჩართვა, მაგრამ წესების მიხედვით, მე-8 კლასიდან ზევით მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ შარშანაც დიდი სიამოვნებით და ხალისით ჩაერთნენ ბავშვები. ათეულში ჩვენი სკოლიდან 3 მოსწავლე გავიდა. წელს ორი მოსწავლე მიიღებს დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ ბავშვებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოგვწონს ახალი პროექტი
Izrune.ge, რომელიც მშობლების ჩართულობას გულისხმობს. მადლობელი ვარ ბატონი გოჩასი ამ პროექტებისთვის.
იხილეთ ფოტოები: