სიახლეები
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
16-05-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღნიშნეს. 

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო კონკურის გაიმართა. როგორიცაა, მხატვრული კითხვა (ლექსი, პროზა); კარნახით წერა (ოსური ტექსტი); ოსურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ნოველა და სხვ.); მოკლე ტექსტის თარგმნა (ქართულიდან - ოსურად, ან - პირიქით); .საუკეთესო კალიგრაფია; საუკეთესო ნახატი; სიმღერა (ქართულ ან ოსურ ენაზე).

ამ აქტივობაში 4 სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებას მიაღწიეს. 

კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ჰყავდა საპატიო სტუმრებიც.

არეშფერანი საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევი, ხოლო ოსური ენის მასწავლებელი ლალი ვანეევაა.


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა (ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი) და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტარციამ (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) ლაგოდეხის მუნციპალიტეტის სოფელ არეშფერანში აღნიშნეს ოსური ენის დღე.  აღნიშნულ ღინისძიებაზე საპატიოდ იყო მოსწვეული ლაგოდეხის რესურსცენტრის დირექტორი ქალბატონი ხათუნა შუშტაკაშვილი და სოფელ არეშფერანის საკრებულოს წარმომადგენლები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტო და ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება