მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდებათ (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში), მოთხოვნისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტები სტიპანდეიებს მიიღებენ და შეიქმნება სამოტივაციო მექანიზმები სტუდენტების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის.
„ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე, სწავლის ხარისხის ამაღლება და წარმატებული სტუდენტების წახალისება, მაღალი კვალიფიკაციის კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება: 1)სოციალურად დაუცველი სტუდენტების, შშმ სტუდენტების და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში), მოთხოვნისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად 2) თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიების გაცემა 3) შეიქმნება სამოტივაციო მექანიზმები სტუდენტების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა