სიახლეები
სიახლეები

დაინერგა გერმანული სწავლების დუალური მოდელი - დეტალები
16-05-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა  საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის სახალხო სკოლების კავშირის (DVV International) მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრები.  დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით სულ 13 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ქართულ მხარეს საქართველოს რეგიონებში ზრდასრულთა განათლებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კვლავაც დაადასტურა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ელჩმა  პროფესიული განათლების სფეროში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი ესწრებოდნენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება