მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის ამაღლებას გეგმავენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულმა საგამოცდო ბარიერმა ააღელვა.
წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია ისე დასრულდა, რომ პედაგოგებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რამდენი იქნებოდა გადასალახი ბარიერი. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე გამსვლელმა 70- ქულიანი ტესტიდან მინიმუმ 43 ქულა უნდა მიიღოს. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კი 75%-იანი ბარერის გადალახვაა საჭირო. მენტორობის მსურველმა 70 ქულიან ტესტში მინიმუმ 53 ქულა უნდა მოიპოვოს.დაწესებული ბარიერის გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მასწავლებლები მორიგ წრეზე წავიდნენ“ და მათ იგივე მოეთხოვებათ, რაც უკვე შეასრულეს. მაგალითად, ბევრმა უფროსმა მასწავლებელმა პროფესიული უნარების გამოცდაზე, თავის დროზე, 60%-იანი ბარიერი გადალახა, ახლა კი წამყვანის სტატუსისთვის ისევ გამოცდაზე გასვლა და ისევ 60%-ის გადალახვა მოუწევს.
წამყვანმა მასწავლებლებმა სტატუსის მიღებამდე დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა, ჩაატარეს კვლევა, შეავსეს პროფესიული საქაღალდე, გაიარეს ბიუროკრატიული საფეხურები, შემდეგ იყო გარე დაკვირვება და მათი პროფესიონალიზმის საკლასო ოთახში შემოწმება. ეს საფეხურიც წარმატებით გადალახეს და წამყვანის სტატუსი დაიმსახურეს. ახლა კი მენტორობისთვის იგივე გზის გავლა მოეთხოვებათ, განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, პროფესიული უნარების გამოცდაზე 75%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ 60%-ის ნაცვლად. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი იგივე - პროფესიული საქაღალდის შემოწმება, გარე დაკვირვება და ა.შ.
სწორედ ის პედაგოგები, რომლებმაც თავის დროზე პროფესიული უნარების გამოცდა მაღალ ქულაზე ჩააბარეს და მოთხოვნები პრაქტიკულ ნაწილშიც დააკმაყოფილეს, ითხოვენ, რომ თუ მენტორის სტატუსისთვის 75%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, მაშინ დამატებითი აქტივობები გაუქმდეს.
„უნარების გამოცდა ვისაც მაღალ ქულებზე გვაქვს ჩაბარებული, იმ პედაგოგებს სტატუსები ავტომატურად უნდა მოგვენიჭოს. ჩვენ უკვე დავადასტურეთ ცოდნა, დავაკმაყოფილეთ სტატუსის ასამაღლებლად დაწესებული მოთხოვნებიც და იქნებ გაითვალისწინოს სამინისტრომ ეს ფაქტორი“.
„მოვითხოვთ უნარებში მაღალქულიან მასწავლებელს ავტომატურად მიენიჭოს სტატუსი“.
„ეს არის ჩვენი დაცინვა, მოვითხოვთ, გვაკმარონ ეს რთული გამოცდა და გააუქმონ დანარჩენი აქტივობები!“
„რა უბედრებაა 75%. ჩააყენეთ ყველა თანაბარ პირობებში! კრედიტებით აამაღლებინეთ ხალხს სტატუსი და ახლა რა ხდება? ზებუნებრივი შესაძლებლობებით ვართ აღჭურვილები?“
„ზოგადად, არ მგონია სწორი, როცა გადასალახ ბარიერს რეგისტრაციის შემდეგ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი არც დარეგისტრირდებოდა 75% რომ ყოფილიყო თავიდანვე გამოცხადებული. გადალახვა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იმდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯოს პედაგოგმა გამოცდისთვის მოსამზადებლად, უმჯობესია, ეს დრო და ენერგია მოსწავლეს მოხმარდეს. მასალა საჭიროებს გაფილტვრას, რადგან არ არის საჭირო იმ მასალის ზეპირად ცოდნა, რისი მოძიებაც მომენტალურად შესაძლებელია“.
ასეთია პედაგოგთა შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ, ბარიერი კი განსხვავებული იქნება.
იხილეთ ასევე: „ეს დისკრიმინაციაა“ - მასწავლებლები საგამოცდო დროის გაზრდასა და ბარიერის დაწევას ითხოვენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა