ტურცხის საჯარო სკოლის მე-3 კლასში პედაგოგმა ნარინე არაქელიანმა აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო მათემატიკური აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს პედაგოგი ნარინე არაქელიანი უძღვებოდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდმებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ღია გაკვეთილიც.
„პატარა მესამეკლასელები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო პროცესში და ხალისით ამოხსნეს მათემატიკური მაგალითები და ამოცანები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.