სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფიზიკასა და ბიოლოგიაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ფიზიკასა და ბიოლოგიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესი ფიზიკურ მოვლენებს დაუკავშირეს. მათ თემის გარშემო ამომწურავად ისაუბრეს, თავიანთი შესაძლებლობები და ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. ის პედაგოგების გურამ ჩიგოშვილისა და მარინა აბაშიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ინტეგრირებული გაკვეთილიც.