ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გიორგი V ბრწყინვალეს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი - „გიორგი V ბრწყინვალე“ განახორციელეს.
მათ XIV საუკუნის I ნახევარის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს, თანაც ისტორიული პერსონების როლი მოირგეს და არაჩვეულებრივი აქტივობა გამართეს.
მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი ისტორიის მასწავლებელი დიანა კაპანაძეა.
„მოსწავლეებმა შეძლეს XIV საუკუნის I ნახევარის საქართველოში მიმდინარე მოვლენების ასახვა-ანალიზი, ისტორიული პროცესების დროსა და სივრცეში აღქმა, გამოავლინეს საკითხის ცოდნა და შემოქმედებითი უნარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.