„გვეიმედებით და გვეამაყებით“- სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დირექტორ ინგა კუხიანიძეს იუბილეს ულოცავენ
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დირექტორ ინგა კუხიანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
დირექტორს წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებენ.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს საყვარელ დირექტორს ქალბატონ ინგა კუხიანიძეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერება და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ.
გვეიმედებით და გვეამაყებით!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Etaloni.ge უერთდება მილოცვას და იუბილარს კარიერულ წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებს.