მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“.
პროექტის ფარგლებში მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ.
ტესტირება ონლაინ მიმდინარეობდა და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დამკვირვებელი ესწრებოდა.
„მოსწავლეებმა ელექტრონულად შეასრულეს ტესტური დავალებები. შეფასების შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონულად მოგვაწვდის პროექტის დასრულების შემდეგ. შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასისა და სკოლის დონეზე. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში მონაწილეებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება