მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
6 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები გაიმართა.
ლექციები შეეხებოდა შემდეგ თემებს: 1. თემის განვითარების ძირითადი ასპექტები: სათემო ინიციატივები, ახალგაზრდების როლი, ეკო და აგროტურიზმი, გარემოს დაცვა 2. მომავალი პროფესია და კარიერის ეფექტური დაგეგმვა;
ლექციებს წაიკითხეს: ასლან ართმელაძემ - მკვლევარი, ტრენერი, საჯარო მმართველობის მაგისტრი და მურო თაკალანძემ - ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მეორე შეხვედრა მოსწავლეებთან 13 მაისს გაიმართა. ლექციები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში.
ლექციები წაიკითხეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლელა გაფრინდაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორმა, ზურაბ ალხაზიშვილმა.
ლექცია იყო ინტერაქციული და მას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციამ სკოლას შესაბამისი ლიტერატურა გადასცა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება