ტახტისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში - გიორგი ქოქოშვილი, თათია გამრეკელაშვილი და მაკა ქოქოშვილი მონაწილეობდნენ. მათგან თათია გამრეკელაშვილი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. გიორგი ქოქოშვილსა და მაკა ქოქოშვილს სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
4 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 6 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.