„ყველა ერთ დიდ ოჯახში ვცხოვრობთ“- მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან
17-05-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ტოლერანტული გარემოა შექმნილი.
ამის დასტურია ისიც, რომ 1-ელა კლასში ერთი რიგითი გაკვეთილი უჩვეულოდ წარიმართა.
ახალი მოსწავლე სხვა საკითხით დაინტერესდა, ბოლოს კი გაკვეთილი იმით გაგრძელდა, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ასწავლიდნენ. ამის გამო დამრიგებელი ნანა ჩხიტუნიძე დიდ სიხარულს გამოთქვემს და წერს, რომ მეგობრობა არა ეთნიკური კუთვნილებით, არამედ ადამიანური ღირებულებების მიხედვით ყალიბდება.
„ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს, რომელიც ჯეჯილს, ხორბალს და პურის თემას ეხებოდა, უჩვეულო გაგრძელება მოჰყვა. ჩვენი ახალი მოსწავლე დაინტერესდა თონით, რამაც თანდათან ქართულ ცეკვამდეც მიგვიყვანა. გული გამითბო ბავშვების თბილმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ. სასიამოვნო სანახავი იყო როგორ უხსნიდნენ და ასწავლიდნენ რაჭულ, აჭარულ და სვანურ ცეკვებს.
მათ იციან, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომ ყველა ერთ დიდ ოჯახში ვცხოვრობთ და ამ რწმენით მეგობრობენ ჩემი ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსწავლეები: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და უკვე უკრაინელიც.
მიყვარხართ და მეამაყებით.
გწამდეთ, მეგობრება ეროვნების მიხედვით კი არა, სხვა ადამიანური ღირებულებებითა და ფასეულობებით ყალიბდება და მტკიცდება“,- წერს კლასის დამრიგებელი ნანა ჩხიტუნიძე.