მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ლიზა ძირკვაძე და ნუცა გოგმაჩაძე მონაწილეობდნენ. შემდეგ ეტაპზე ლიზა ძირკვაძე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. ნუცა გოგმაჩაძეს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 86 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს