სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„დირექტორს სასათბურე პირობები არავისთვის უნდა ჰქონდეს შექმნილი“ - ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
17-05-2022
-
+


ნათია სულავა ქუთაისის N12 საჯარო სკოლას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს და რთული პერიოდების გავლის მიუხედავად, საკუთარ მოსწავლეებსა თუ თანამშრომლებს დაუღალავად, ერთგულად ემსახურება.

მისი გამორჩეული მენეჯერული უნარების დამსახურებით ქუთაისის N12 საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა. აღსანიშნავია, რომ ნათია სულავა საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საუკეთესო დირექტორების კონკურსში კანდიდატადაც კი იყო წარდგენილი. როგორც თავად ამბობს, სიმკაცრის მიუხედავად საკუთარ აღსაზრდელებთან მუდამ მეგობრული ურთიერთობა აქვს. სიმკაცრე კი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ შინაგანაწესის დაცვას ითხოვს და ალბათ, სასკოლო საზოგადოება დაგვეთანხმება, რომ წარმატებული სკოლის ფუნქციონირებისთვის წესების დაცვა აუცილებელიც კი არის, რათა საგაკვეთილო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

Etaloni.ge-სთან ნათია სულავამ განვლილ პროფესიულ გზაზე, რთულ პერიოდებსა და სკოლის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

- ქუთაისის N12 საჯარო სკოლას 2011 წლიდან ვხელმძღვანელობ. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ზაფხულში ორი სკოლის - ქუთაისის N12 და N18 საჯარო სკოლების რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთმანეთს შეერწყა.

დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლოა და ვფიქრობ, სკოლის ხელმძღვანელს მენეჯერული უნარ-თვისებები უნდა გააჩნდეს. ასევე, უნდა იყოს ლიდერი, სამართლიანი ხელმძღვანელი და ჰქონდეს მრავალმხრივი განათლება. დირექტორის ვალდებულება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ არის, მის აუცილებელ ფუნქციებშია: ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაცია. მიმაჩნია, რომ სკოლის ხელმძღვანელს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს, ზედმიწევნით იცნობდეს კანონმდებლობას და ამავდროულად, იყოს კანონმორჩილი. იმისთვის, რათა სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგი გქონდეს მთავარია, ყველა თანაბარ პირობებში ამყოფო. დირექტორს სასათბურე პირობები არავისთვის უნდა ჰქონდეს შექმნილი. სკოლაში, დემოკრატიული მმართველობა უნდა იყოს. ჩვენ ერთად ვბჭობთ და გუნდურად ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც უკეთესია. სკოლაში ავტოკრატია და ერთპიროვნული მმართველობა არ უნდა იყოს. ხელმძღვანელმა ასევე, სხვადასხვა მოსაზრებებს იგნორი არ უნდა გაუკეთოს და სიახლეებს ყოველთვის ფეხს უწყობდეს. მოგეხსენებათ, განათლების სფეროში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. ზოგადად, მიმაჩნია რომ სკოლის ხელმძღვანელს სიახლეების არ უნდა ეშინოდეს.

- ქალბატონო ნათია, თქვენ როგორც დირექტორს ალბათ გქონიათ რთული პერიოდები...

- ჩემი დირექტორობისას ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იყო, როდესაც ქუთაისის N12 და N18 საჯარო სკოლები ერთმანეთს შეერწყა. თავდაპირველად მე ქუთაისის N18 საჯარო სკოლას ვხელმძღვანელობდი, იქიდან წამომყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები და რა თქმა უნდა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლაშიც დამხვდნენ. ინფრასტრუქტურა ხელს არ გვიწყობდა და ასევე, არც საკმარისი საათები იყო... რეორგანიზაციას ძალიან ბევრი პრობლემა სდევდა თან. ადაპტაციის, დამეგობრების პერიოდი საკმაოდ რთული იყო. იმ პერიოდში სკოლიდან წასვლა საკმაოდ ბევრ ღვაწლმოსილ პედაგოგს მოუწია. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში და ასევე, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც ეს გზა ჩემთან ერთად გაიარეს ურთულესი დრო.

- საკუთარ თავს როგორ დირექტორად მიიჩნევთ?

- როგორც ამბობენ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ბავშვებთან ძალიან კარგი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა, ეს ურთიერთობები ზღვარს არ სცდება. მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები და ხანდახან ამბობენ, რომ ვარ მკაცრი, ხან კი იმას, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ. სიმკაცრე კი იმაში გამოიხატება, რომ მოსწავლისგან და პედაგოგებისგანაც შინაგანაწესის დაცვას, გაკვეთილებზე დასწრებას, ჩატარებას ყოველთვის ვითხოვ. კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის შექმნილი პირობები სკოლაში არ მაქვს და მათ შორის მეც, როგორც ხელმძღვანელმა და ნებისმიერმა, ჩემმა თანამშრომელმა, ყველა ის წესი უნდა დაიცვას, რაც სკოლაში არის.

- 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით? და აქვე გკითხავთ, პანდემიის ფონზე მეთორმეტეკლასელები, როგორი ცოდნით ამთავრებენ სკოლას?

- 2021-2022 სასწავლო წელი პანდემიის შემდგომი პერიოდი იყო. სკოლაში დაბრუნების მერე მოსწავლეები იმდენად აჟიტირებულნი იყვნენ, რომ სწავლას მოწყურებულებს ფაქტიურად გაკვეთილებს არც გაუცდენიათ. ეს კი, რა საკვირველია, სასწავლო ხარისხზე დადებითად აისახა; პედაგოგებსაც მეტი მოტივაცია მიეცათ ბავშვებთან მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა იმ პერიოდებისა, როდესაც საყოველთაოდ გადადიოდნენ ონლაინ სწავლებაზე ფაქტიურად, ჩვენ სწავლა არ შეგვიწყვეტია და ონლაინ სწავლება მაქსიმალურად იშვიათად გვქონდა. ჩვენი სკოლა შედარებით მცირეკონტიგენტიანია, 550 მოსწავლე გვყავს და შესაბამისად, მოსწავლეთა კონტროლი, ყველა არსებული რეგულაციისა თუ რეკომენდაციის დაცვაც არ გაგვჭირვებია, რამაც სკოლის შეუფერხებლად ფუნქციონირებას შეუწყო ხელი. თუმცა, პანდემიას რა თქმა უნდა თავისი ხარვეზები ჰქონდა... ბავშვები ცოტა რეჟიმიდან ამოვარდნენ და სკოლაში დაბრუნების შემდგომ დატვირთვა მოუწიათ. ვგულისხმობ, შინაგანაწესის კვლავ დაცვას, მაგრამ I სემესტრის დასრულების შემდგომ რეჟიმში კლავ ჩაჯდნენ და რასაც საგანმანათლებლო სისტემა ითვალისწინებდა ყველაფერს მოერგნენ. საბოლოო ჯამში, ამ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებდი.

რაც შეეხება მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომ გითხრათ ცოდნა არ აქვთ, ეს არ იქნება მართალი, ყველა აბარებს გამოცდებს თუმცა, ისეთ ცოდნას როგორსაც ვისურვებდი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა ბავშვები შრომობენ და სწავლობენ, თუმცა ეს მხოლოდ კლასით არ შემოიფარგლება. ჩვენი პედაგოგები ბავშვებს სწავლაში მაქსიმალურად უწყობენ ხელს, ისინი ცოდნას კლასშიც აძლევენ და თუ ვინმეს სჭირდება ერთჯერადი სახით დამატებით მეცადინეობებსაც უტარებენ მოსწავლეებს. ჩვენი მხრიდან ბავშვებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ.

- ქალბატონო ნათია, სკოლებში სადიაგნოსტიკო ტესტირება იგეგმება, რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?


- საერთოდ, ეს სადიაგნოსტიკო ტესტირება იმისთვის არის, რომ გავიგოთ რა ეტაპზე ვართ... ზოგადად, კი ამ ტესტირების გარეშეც ნებისმიერ სკოლას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს წერა, რომ გაიგოს ბავშვები რა დონეზე არიან და ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით. როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიას უარყოფითი მხარეები ჰქონდა - ბავშვები ცოტა გაზარმაცდნენ, ისწავლეს ონლაინ რეჟიმის დროს სწავლას თავი როგორ აარიდონ, ამიტომ სადიაგნოსტიკო ტესტირებას მე პირადად მივესალმები. ხომ უნდა ვიცოდეთ საიდან უნდა დავიწყოთ სექტემბრიდან სწავლა, იქნებ სასურველ დონეს ვერ ვაკმაყოფილებთ? სადიაგნოსტიკო ტესტირების საშუალებით კი სასწავლო წლის დასაწყისს სწორად დავგეგმავთ. თანაც ეს ქულებზე არ აისახება და საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ ჩვენი ბავშვები რა დონეზე არიან, რომ მომავალი სასწავლო წელი არსებული ხარვეზების აღმოფხვრით დავიწყოთ. თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადია, ბევრ შრომას მოითხოვს და ამავდროულად, საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან ეს ტესტირება ობიექტურად უნდა ჩატარდეს, რათა ნამდვილი შედეგი დაიდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი შრომა უნდა ჩაიდოს ამ იდეას ნამდვილად მივესალმები.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბავშვების ფსიქიკაზე ეს ტესტირება გარკვეულ გავლენას მოახდენს?

- ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ამდენი წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ შემიძლია ერთი რამ ვთქვა... ზოგადად, ნებისმიერი თემა, რომელიც მოსწავლესთან უცებ შეგაქვს, შესაძლოა დამთრგუნველი იყოს. ბავშვი კი არა, მეც რომ მითხრან უცებ რაიმე შესაძლოა შევშფოთდე და უცებ ვერ მოვემზადო, მაგრამ როდესაც დირექტორებმა აღნიშნულის შესახებ გავიგეთ ჩავატარეთ მასწავლებლებთან შეხვედრა, დამრიგებლები კი თავის მხრივ მშობლებს შეხვდნენ. ინფორმაციის სწორად მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მშობლები და მოსწავლეები არიან ინფორმირებულები, სინამდვილეში რას ემსახურება ეს ტესტირება. თუ ინფორმაციას შეშფოთებული და აღშფოთებული მიაწვდი მაშინ მშვიდ უკუკავშირს ვერ მიიღებ.

- დაბოლოს, ქალბატონო ნათია, მომავალი თაობის შესახებ რას იტყვით?

- მიუხედავად უამრავი გამოწვევისა თუ წინააღმდეგობისა ძალიან კარგი თაობა მოდის. უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს ხშირად ვესაუბრები და მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, იციან ცხოვრებას ფეხი როგორ აუწყონ, გადაწყვეტილებებსაც მარტივად იღებენ. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი ამ თაობაზე დგას. ჩემს თაობას ცოტა კომპლექსები გვქონდა, გვიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება და უფროსებთან საუბარი გვეუხერხულებოდა. ახლანდელ ბავშვებს კი ეს შეზღუდვები აღარ აქვთ. ვფიქრობ, არ დაიჩაგრებიან, მომავალი თაობა ბრძოლისუნარიანია და ჩვენი პერიოდის ხალხისგან განსხვავებით ყველა გამოწვევას მარტივად გაუმკლავდებიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება