სიახლეები
სკოლები

„ეტალონმა“ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
17-05-2022
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში გუგა დუმბაძე (VIII კლასი), ეთუკი ბეჟანიძე (VIII კლასი), თორნიკე რომანაძე (VIII კლასი), ნინი დუმბაძე (X კლასი), სალომე ჯაფარიძე (X კლასი), ხათუნა შავიშვილი (IX კლასი), თეკლა კაკალაძე (VIII კლასი), ლაშა მახარაძე (XI კლასი), 
ლიკა ბერიძე (XI კლასი), ლიზა კვესიეიშვილი (XI კლასი), ანანო ტაკიძე (VIII კლასი), ანანო მემიაძე (VIII კლასი), დავით კიკვაძე (VIII კლასი), 
მარია ნაჩალოვა (X კლასი) ლილე ჩიჩუა (VIII კლასი), ნია დევნოსაძე (IX კლასი) და მარიამ სარიშვილი (XI  კლასი) მონაწილეობდნენ. მათგან 8 შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებით მონაწილებისთვის მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 86 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება