მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება დაამტკიცა. დეპარტამენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულია და მისი კომპეტენციაა:
უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ზრუნვა; უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; საკანონმდებლო წინადადებების ინიცირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა; აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა; უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა; საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა; სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
ასევე, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა