სიახლეები
სიახლეები

მიიღებენ თუ არა არდადეგების პერიოდში მასწავლებლები სრულ ხელფასს? - პედაგოგებს 40-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნით
20-06-2022
-
+


მასწავლებელთა ანაზღაურებადი შვებულება 2013 წლამდე წელიწადში 24 სამუშაო დღით განისაზღვრებოდა, დანარჩენ დღეებში დაისვენებდნენ თუ სკოლაში ივლიდნენ პედაგოგები, ეს დირექციის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

2013 წლის 20 ივნისის ბრძანებით კი მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

მიიღებენ თუ არა მასწავლებლები სრულ ხელფასს არდადეგების პერიოდში?

კანონის მიხედვით, პედაგოგებს ორთვიანი შვებულება სრულად უნდა აუნაზღაურდეთ. შესაბამისად, მასწავლებლები არდადეგების პერიოდშიც მიიღებენ როგორც საათობრივად დაანგარიშებულ ხელფასს, ისე სტატუსის დანამატს, ასევე დამრიგებლობის დანამატს (თუ პედაგოგი საგნის სწავლებასთან ერთად კლასის ხელმძღვანელიცაა).

ანაზღაურებადი შვებულება და სრული ხელფასი ეკუთვნით სპეციალურ მასწავლებლებსაც.

კანონში 2021 წლის 18 იანვარს შეტანილი ცვლილების თანახმად:

„მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება