მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და გუნდური სულისკვეთების გაღვივების მიზნით, სააღმზრდელო-სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ერთმანეთს ორი გუნდი -„ვარსკვლავები“ და „ცისარტყელა“ შეეჯიბრა.
მოსწავლეები მრავალფეროვანი თამაშებითა და შეჯიბრებებით ცდილობდნენ გამარჯვების მოპოვებას.
„მხიარული სტარტები“ მასწავლებლების - ირმა ჯანაშვილისა და გელა აზირაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მათ შეარჩიეს ასაკის შესაბამისი აქტივობები და დაგეგმეს ღონისძიება.
სპორტულ ნომრებს აფასებდა ჟიური. დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. გუნდებს გადაეცათ I და II ადგილის შესაბამისი მედლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს იმისათვის, რომ ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობით მოზარდების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია