სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„იმაზე კარგს რასაც მომავალ თაობაზე ზრუნვა ჰქვია ვერაფერს გავაკეთებ“- თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
18-05-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას თეონა ადეიშვილი უკვე მეშვიდე წელია, რაც ერთგულად და დიდი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს. საკუთარი საქმისა და პროფესიის დიდი სიყვარულით კი სამაგალითოა.

სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად თეონა ადეიშვილი ბიოლოგიის წამყვან მასწავლებლობასაც წარმატებით ითავსებს და თვლის, რომ იმისთვის, რათა წარმატებული დირექტორი იყო პედაგოგობა აუცილებელია.

მასწავლებლის ურთულესი გზის არჩევა არასოდეს უნანია და თვლის, რომ ბავშვებზე ზრუნვა მისთვის ყველაზე მთავარი რამ არის. თეონა ადეიშვილისთვის სკოლის წარმატებულად მართვის საიდუმლო გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, კოლეგებისა და მოსწავლეებისგან ნდობის მოპოვებაშია. მისთვის ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ალბათ, სწორედ ეს განაპირეობებს, რომ სკოლაში მეგობრული და მშვიდი ატმოსფეროა.

Etaloni.ge-სთან თეონა ადეიშვილმა საკუთარ პროფესიაზე, განვლილ გზასა და საგანმანათლებლო სისტემაზე საინტერესოდ ისაუბრა:

- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას მეშვიდე წელია ვხელმძღვანელობ და პარარელურად ბავშვებს ბიოლოგიას ვასწავლი. მასწავლებლობისა და დირექტორობის შეთავსება რთული ნამდვილად არ არის, პირიქით, უფრო საინტერესოც კია... მეტად ჩახედული ხარ პროცესებში და ფაქტიურად, ყველა მოსწავლეს იცნობ. ვთვლი, რომ დირექტორი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს. თუკი პედაგოგიკიდან არ მოდიხარ ვერასდროს გაიგებ მასწავლებლის სატკივარს, არ გეცოდინება რა ხდება საკლასო ოთახში. ასევე, სკოლის ხელმძღვანელი უნდა იყოს მენეჯერი, კარგი პედაგოგი, ორგანიზატორი და ყველაზე მთავარი, თავისი საქმე: სკოლა, ბავშვები და მასწავლებლები სიგიჟემდე უნდა უყვარდეს.

ვთვლი, რომ ყველაზე კარგ პროფესიას ვემსახურები, როდესაც სკოლის ეზოში შევდივარ და აციმციმებულ პატარებს ვხედავ, ჩემს გარშემო არსებული პრობლემები მაშინვე მავიწყდება. მათი ერთი გამარჯობაც კი ყველაფრის შესაძლებლობას მაძლევს. რა თქმა უნდა, დირექტორობას თან ძალიან ბევრი პრობლემაც ახლავს. ყველაზე დიდი სირთულე პანდემიის პერიოდში შეგვექმნა, მაგრამ ვფიქრობ, ამას ღირსეულად გავუმკლავდით. გადავედით განათლების ალტერნატიულ ონლაინ სწავლებაზე; ამან რა თქმა უნდა პირდაპირი სწავლება ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ათასობით ბავშვს მისცა შესაძლებლობა რეალობას გაქცეოდა და სხვათა შორის,88 არა მხოლოდ მათ. ვიცი, ზოგიერთ საგანში ისეთი დონის გაკვეთილები ტარდებოდა, რომ არამხოლოდ მშობლები, არამედ მეზობლებიც კი ესწრებოდნენ.

- ქალბატონო თეონა, თქვენი პედაგოგები ალბათ ძალიან გეამაყებათ...

- რა თქმა უნდა, თითოეული მასწავლებლის ღვაწლი დაუფასებელია, რადგან პანდემიის პირობებში მათ 24/7-ზე მუშაობა უწევდათ. პედაგოგებმა შეუძლებელი შეძლეს. წარმოიდგინეთ, ონლაინ სერვისი, რომელიც თითქმის გამართული არ იყო გავმართეთ. მეუბნებიან ხოლმე, როდესაც დარეკეთ და ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა გაგვაგებინეთ ყველას შეუძლებლად წარმოგვედგინაო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მოხერხდა და ბავშვები სასწავლო პროცესში ჩაერთნენ.

- როგორ ახერხებთ, რომ ასეთი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ სკოლაში?

- ყველაზე მთავარი ნდობის მოპოვებაა. ისევე, როგორც მოსწავლე, პედაგოგებიც უნდა გენდობოდნენ. ადამიანური ურთიერთობები აუცილებელია. უნდა იგრძნონ, რომ მათი სიხარულითა თუ გასაჭირით დაინტერესებული ხარ და მათზე გული შეგტკივა. როდესაც ამ ნდობას და მეგობრობას დაიმსახურებ მასწავლებლები შენგან ნებისმიერი ტიპის გამოწვევას და ნებისმიერი სირთულის პროექტისა თუ აქტივობის განხორციელებაში ჩართვას მიიღებენ. იციან, რომ ეს ყველაფერი მათი წარმატებისთვის გინდა.

- წამყვანი სტატუსის მასწავლებელი ბრძანდებით... სტატუსის ასამაღლებლად თქვენ და თქვენი მასწავლებლები თუ აპირებთ წელს გამოცდებზე გასვლას?

- სკოლაში სულ 32 მასწავლებელია, აქედან 8 წამყვანი ვართ ხოლო, დანარჩენები უფროსი. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გამოცდაზე გასვლას და ყოველ საღამოს მე და ჩემი კოლეგები „თიმსში“ ვიკრიბებით; ჩვენ ერთად ვმეცადინეობთ, ვაკეთებთ ტესტებს და მუშაობა დღეში 4-5 საათი გამოგვდის. ერთად შრომა მეტ მოტივაციას გვაძლევს.

- პანდემიის პერიოდი ახსენეთ... სკოლებში პირბადეების გამოყენება და რიგი რეგულაციები გაუქმდა, როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

- იმ ფონზე, რომ კოვიდის მაჩვენებელი შემცირდა გადაწყვეტილებები დროული იყო. ბავშვებს, განსაკუთრებით I-VI კლასების მოსწავლეებს პირბადებიის ტარება ძალიან უჭირდათ. მიუხედავად რიგი რეგულაციების შემცირებისა, უსაფრთხოების მიზნით გარკვეული შეზღუდვები ჩვენ მაინც დავტოვეთ მაგალითად: თერმო სკრინინგი, დეზობარიერი, ხელების ხშირი დამუშავება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ამ ყველაფერს დღემდე მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. დასწრებულ რეჟიმზე ვსწავლობთ და სკოლის კედლებში ნამდვილი ჟრიამულია. დავუბრუნდით იმ პერიოდს, როდესაც ეს საშინელება, რასაც პანდემია ჰქვია არ იყო... უკვე იმედიც კი გადაწურული გვქონდა, რომ ოდესმე ასე ვიქნებოდით.

- 2021-2022 სასწავლო წელი დასასრულ უახლოვდება, როგორ შეაფასებდით? და აქვე, გკითხავთ, პანდემიისა და ონლაინ სწავლების ფონზე მეთორმეტეკლასელები სკოლას როგორი საფუძვლით ასრულებენ?

- ვფიქრობ, ეს სასწავლო წელი დამაკმაყოფილებელი იყო. რა თქმა უნდა, მოლოდინი მეტი გვქონდა, რადგან მუდამ საკუთარ თავს ვეჯიბრებით, რომ ჩვენი შემდგომი შედეგი წინაზე უკეთესი უნდა იყოს. 2021-2022 სასწავლო წელს უამრავი პროექტი განვახორციელეთ, ბევრ სასკოლო აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა, რაც ნამდვილად კარგია. იყო გარკვეულ დონეზე შეფერხებები და ეს დასამალი არც არის, მაგრამ პანდემიის პერიოდშიც კი ჩვენი მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ახლაც, როდესაც უკვე სკოლაში ვართ აქტიურად დავიწყეთ გარკვეულ შეფერხებებზე მუშაობა. ეს კი ერთ რამეს მიანიშნებს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც პანდემიის დროს იყო მათი აღმოფხვრა შესაძლებელია. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

მეთორმეტეკლასელებზე კი ვიტყვი, რომ ისინი დისტანციური სწავლების პერიოდშიც აქტიურად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულები. ძირითადად ის საგნები უტარდებოდათ, რაც მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სჭირდებათ, აქედან გამომდინარე გაკვეთილებს ესწრებოდნენ კიდეც. ამაყად ვიტყვი, რომ მათ ისეთი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც მთელ მუნიციპალიტეტში არიან ცნობილები. რა თქმა უნდა, ჩავარდნა იქნება, მაგრამ ეს საგანგაშო არ მგონია იყოს. ქულების მიხედვით თუ ვივარაუდებთ ეს შესაძლოა 30%-იანი ჩამორჩენა იყოს და მეტი არა.

- სკოლებში სადიაგნოსტიკო ტესტირება იგეგმება, რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, თუ, რატომ არ უნდა ვიცოდეთ სად ვართ? დიაგნოსტირება ხომ იმისთვისაა გავიგოთ სად ვართ და ამის შემდგომ, დავიწყოთ ფიქრი საით წავიდეთ. თუ მე შევნიშნე, რომ ჩემი მაჩვენებელი ძალიან დაბალია ე.ი. სამუშაო ბევრია და იძულებული ვიქნები ყველა არსებული ბერკეტი მაქსიმალურად ავამოქმედო; თუკი, შევნიშნავ საშუალო მაჩვენებელზე ვარ ეს ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივარ. დიაგნოსტირება საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ რა დონეზეა განათლება.

ჩვენს სკოლაში უკვე იმდენი ტიპის ტესტირება ჩატარდა და იმდენჯერ ავუხსენით ბავშვებს, თუ რას ემსახურებოდა, რომ შფოთვის საფუძველი არ აქვთ და სადიაგნოსტიკო ტესტირებასაც ჩვეულებრივად უყურებენ. კომპლექსური დავალება, რომელიც ბავშვებმა უნდა განახორციელონ, დაახლოებით დიაგნოსტიკურ ტესტირებაზეც ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ მძაფრ აქცენტებს ვაკეთებთ და იციან ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ სამომავლოდ უკეთ დავიგეგმოთ.

- ქალბატონო თეონა, რას იტყვით თქვენი მოსწავლეების შესახებ?

- ვთვლი, რომ ჩემი მოსწავლეები და ზოგადად, მომავალი თაობა ყველაზე ჭკვიანი, მოწესრიგებული, კრეატიული და ძალიან კარგი ადამიანები არიან. ჩვენი თაობისგან ძალიან განსხვავებულები არიან... ჩვენ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდით, ესენი კი პრაგმატული თაობაა, რომლებმაც იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ მიაღწიონ. ვფიქრობ, ნამდვილად ის თაობაა, რომელიც ქვეყანას გადაიბარებს და ღირსეულ მომავალს შექმნის.

- და ბოლოს, რატომ გიყვართ თქვენი პროფესია ასე ძალიან?

- გენეტიკურად მასწავლებელი ვარ, ჩემი მშობლები, ბებიები და ბაბუები ამ პროფესიას ემსახურებოდნენ და მთელი ბავშვობა „მოსწავლეები“ მესმოდა. მთელი ცხოვრება ჩემს ოჯახში იმის შესახებ იყო განხილვა, ბავშვი უკეთესი როგორ უნდა გაგვეხადა. ბებია ქართულის მასწავლებელი იყო და ყოველთვის ამტკიცებდა ცუდი ბავშვი და მოსწავლე არ არსებობს, ყოველთვის შეიძლება ბავშვისგან კარგი ადამიანი გამოიყვანოვო. და ბოლოს, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა და მას მისი ყველა მოსწავლე, თაობები ნამდვილი ცრემლებით დასტიროდნენ მივხვდი, ეს ცხოვრებიდან ყველაზე ღირსეული წასვლა იყო. მოსწავლეს, როდესაც შენს გამო ეტირება და განიცდის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ვფიქრობ, პატრიოტობის ყველაზე კარგი გამოვლინება არის პროფესიონალიზმი - თუ გიყვარს საკუთარი ქვეყანა, შენი საქმე აკეთე ღირსეულად. ალბათ, იმაზე კარგს რასაც მომავალ თაობაზე ზრუნვა ჰქვია ვერაფერს გავაკეთებ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება