სიახლეები
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად აქტიურად მუშაობენ
18-05-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა, რომლის ორგანიზატორი ეკოკლუბი - „მწვანე თაობა“ და I კლასის დამრიგებელი მადონა ჭაღალიძე იყო, რომელმაც ეკოკლუბელებს დახმარება გაუწია.

I კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც საკუთარი თვალით დანახული დედამიწა ასახეს; პატარებმა ნამუშევრების პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ გააკეთეს, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწაზე და იმაზე, თუ, როგორ წარმოუდგენიათ ის და რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის დედამიწას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა დედამიწაზე ლექსები წაიკითხეს. 

გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. დღესდღეობით დედამიწის დღე ყოველწლიურად 190-ზე მეტ ქვეყანაზე აღინიშნება. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი - „მწვანე თაობის“ წევრები მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად აქტიურად მუშაობენ.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება