მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის მერიის სოციალური პაკეტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გამოყოფილია ვაუჩერ, რომლის ფარგლებშიც საკურორტო მომსახურეობა შედის.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას; ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს; დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე; პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ვაუჩერი გაიცემა; ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის პირობებს;
ვაუჩერი ძალაშია 2022 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...